ასისტენტი, რომელიც 24/7 პასუხობს თქვენს მომხმარებლებს ქართულად
ფასი, მისამართი, სამუშაო საათები, ჯავშანი: მომხმარებელი პასუხს წამებში იღებს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, უქმეებზე და დღესასწაულებზე. რთულ კითხვას ასისტენტი თქვენს თანამშრომელს გადასცემს.
ქვედა კუთხეში არსებული ჩატი სწორედ ასეთი ასისტენტია. დაუსვით მას ნებისმიერი კითხვა.
ყველაფერი, რაც შედეგისთვის გჭირდებათ
პასუხი წამებში, 24/7
ქართულად და მომხმარებლის ენაზე: ინგლისურად, რუსულად.
პასუხები თქვენი წესებით
ასისტენტი პასუხობს იმ ფასებით, სერვისებითა და პირობებით, რასაც თქვენ განსაზღვრავთ. ინფორმაციას ნებისმიერ დროს შეცვლით.
ჯავშანი და შეკვეთა
იწერს ვიზიტს ან შეკვეთას და დეტალებს გუნდს გადასცემს.
კონტაქტები ერთ სიაში
დაინტერესებული მომხმარებლის სახელი და ტელეფონი ავტომატურად ინახება.
გადამისამართება თანამშრომელთან
არასტანდარტულ ან რთულ საუბარს ასისტენტი გუნდს გადასცემს.
ყოველთვიური გაუმჯობესება
საუბრების ანალიზით ვაზუსტებთ პასუხებს და ვაახლებთ ინფორმაციას.
ოთხი ნაბიჯი გაშვებამდე
გაცნობა
ერთად ვადგენთ, რა კითხვებს უპასუხოს ასისტენტმა და როგორ.
მომზადება და ტესტი
ვამზადებთ ასისტენტს, თქვენ კი გაშვებამდე ამოწმებთ მის პასუხებს.
დაკავშირება
ვაკავშირებთ თქვენს Facebook გვერდსა და Instagram-ს.
გაშვება
ასისტენტი იწყებს მუშაობას, გუნდი კი იღებს მოკლე ინსტრუქციას. ვადა: 3–5 დღე.
ვისთვისაა: დეველოპერული კომპანიები, სასტუმროები, კლინიკები, რესტორნები, ონლაინ მაღაზიები, ავტოიმპორტი და ყველა ბიზნესი, რომელიც ბევრ შეტყობინებას იღებს.
ფასი თქვენს საჭიროებაზეა მორგებული
ჩატში წამებში გეტყვით ფასს და დეტალებს. დემო უფასოა, ანაზღაურება კი მხოლოდ შედეგის მოწონების შემთხვევაში.
ხშირად დასმული კითხვები
რობოტულად ხომ არ ჟღერს?
არა. ასისტენტი ბუნებრივი, გამართული ქართულით საუბრობს, თქვენი ბიზნესის ტონით. სცადეთ ამ გვერდის ჩატში.
რა მოხდება, თუ კითხვაზე პასუხი არ იცის?
ფაქტებს არ იგონებს. მომხმარებელს ეტყვის, რომ დეტალს გუნდი დააზუსტებს, ჩაიწერს საკონტაქტო მონაცემებს და საუბარს თანამშრომელს გადასცემს.
შემიძლია ფასებისა და ინფორმაციის შეცვლა?
დიახ. ცვლილებას გვატყობინებთ და ასისტენტს ვაახლებთ. ეს ყოველთვიურ მომსახურებაში შედის.
ჩაანაცვლებს ჩემს თანამშრომლებს?
არა. ასისტენტი პასუხობს განმეორებად კითხვებს, გუნდი კი მომსახურებასა და გაყიდვებზე კონცენტრირდება.